„საქართველოს ვარსკვლავს“ პირველ არხზე რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი წაიყვანენ [ვიდეო]
მუსიკალურ მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ პირველ არხზე ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი წაიყვანენ. წამყვანების ვიდეომიმართვა პროექტის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი მაყურებლის წინაშე პირველივე გადაცემაში გამოჩნდებიან.
მუსიკალური მეგაპროექტი ეთერში 2019 წლიდან გავა, მანამდე კი კონკურსანტების შესარჩევად, მთელი საქართველოს მასშტაბით, კასტინგები მიმდინარეობს.
კონკურსში მონაწილეობა 16 წლიდან არის შესაძლებელი. რამდენიმე ეტაპად შერჩეული კონკურსანტები მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ.
კონკურსანტებს შორის საუკეთესოს მაყურებელი გამოავლენს. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური ტელეოფნით, ისე ფეისბუქის საშუალებით. პროექტის გამარჯვებული „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს.
"საქართველოს ვარსკვლავი" გელის შენ!
🌟 შენი მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე იწყება.🌟⏩ მოდი კასინგზე და გადადგი პირველი ნაბიჯი პირველობისკენ!🎼 რჩეულთა შორის საუკეთესო საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ გაემგზავრება. 🎤📍 თბილისი – 10 ნოემბერი – პირველი არხი.📍 ბათუმი – 13-14 ნოემბერი – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.📍 ქუთაისი – 15 ნოემბერი – ზაქარია ფალიაშვილის მეორე მუსიკალური სკოლა.🎼 ან მოგვწერე ფეისბუქზე და გაიარე ონლაინ რეგისტრაცია.👇http://bit.ly/2SQzARN
Posted by საქართველოს ვარსკვლავი on სამშაბათი, 06 ნოემბერი, 2018