„საქართველოს ვარსკვლავს“ პირველ არხზე რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი წაიყვანენ [ვიდეო]

18:09, 06.11.2018

​მუსიკალურ მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ პირველ არხზე ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი წაიყვანენ. წამყვანების ვიდეომიმართვა პროექტის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი მაყურებლის წინაშე პირველივე გადაცემაში გამოჩნდებიან.

მუსიკალური მეგაპროექტი ეთერში 2019 წლიდან გავა, მანამდე კი კონკურსანტების შესარჩევად, მთელი საქართველოს მასშტაბით, კასტინგები მიმდინარეობს.

კონკურსში მონაწილეობა 16 წლიდან არის შესაძლებელი. რამდენიმე ეტაპად შერჩეული კონკურსანტები მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

კონკურსანტებს შორის საუკეთესოს მაყურებელი გამოავლენს. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური ტელეოფნით, ისე ფეისბუქის საშუალებით. პროექტის გამარჯვებული „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს.

https://www.facebook.com/GeorgianIdol/videos/704239436627812/

მსგავსი