საქართველოს პრეზიდენტი ნათია თოდუას The Voice of Germany-ში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნათია თოდუას გერმანულ Voice-ში გამარჯვებას ულოცავს.
“ნათია გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით”,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
ამასთან, თოდუას გამარჯვება საქართველოს პრემიერ–მინისტრმაც მიულოცა.
ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა 50.10%-ით გახდა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი, ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.