„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჭელიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება
ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჭელიძე თბილისში, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შევიდა.
მისი განცხადებით, გამოკითხვა სავარაუდოდ, მოძრაობის აქტივისტების დაკავებას შეეხება.
„დამირეკეს მობილურ ტელეფონზე და მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა გამოვცხადებულიყავი სამმართველოში. შევალ და გავიგებ. სავარაუდოდ, აქ იყვნენ დაკავებულები. დილით მოხდა პირდაპირ რეპრესიები, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აქცია არც კი იყო დაწყებული. თითქმის ყველა დაკავებულია სამეთაურო დარბაზიდან, ასევე „შავპერანგიანების“ წევრები. ორგანიზაცია ფაქტიურად არ ფუნქციონირებს. შევალ და გავიგებ, რა ხდება“, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.