„შუქურას“ მწვრთნელი - „სამგურალთან“ მოგება ძალიან კარგი შედეგია #1TVSPORT
„შუქურას“ მწვრთნელი - „სამგურალთან“ მოგება ძალიან კარგი შედეგია #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალისა“ და ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელებმა, გიორგი ჭელიძემ და უჩა სოსიაშვილმა კომენტარი გააკეთეს მეორე ტურის მატჩზე, რომელშიც ქობულეთის „შუქურამ“ 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედროს დასაწყისშივე 10 მოთამაშით დარჩენილმა „სამგურალმა“ ორი გოლი გაუშვა. მატჩის მიწურულს ჭელიძის გუნდმა ანგარიშის შემცირება მოახერხა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა, რაც მოულოდნელი შედეგი აღმოჩნდა.

გიორგი ჭელიძე („სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში, „შუქურას“ ვულოცავ გამარჯვებას. მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა – ვერც ერთმა ფეხბურთელმა. სამუშაო ბევრია, ეს მეორე ტური იყო და შევეცდებით, რომ შეცდომები გამოვასწოროთ. ყველა შეხვედრა დაძაბულია და მოწინააღმდეგე უნდა დააფასო“.

უჩა სოსიაშვილი (ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელი): „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვიგეთ, რადგან წყალტუბოს „სამგურალი“ ნამდვილად კარგი გუნდია და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ჩვენ კი მომზადება გვიან დავიწყეთ, ფეხბურთელები ბოლო დღეებში დავიმატეთ და სრულფასოვანი შეკრება ვერ გავიარეთ. ამის ფონზე თუ შევხედავთ დღევანდელი მატჩს, რა თქმა უნდა, შედეგი ძალიან კარგია. თუმცა, ძალიან ბევრია სამუშაო, რომ თამაშის ხარისხი გაუჯობესდეს და სათამაშო დისციპლინა უფრო მაღალ დონეზე გვქონდეს“.