„სიონის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაინიშნა #1TVSPORT

16:22, 05.10.2024

ბოლნისის „სიონი“ გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბოლნისურ კლუბს ბოლოს გაგა კირკირტაძე ავარჯიშებდა, რომელიც ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან „სიონი“ სატურნირო ცხრილში დაქვეითდა. გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა, ამ დროისთვის კი მე-3 ადგილზეა და ლიდერ „გარეჯს“ 3 ქულით ჩამორჩება.

37 წლის გიორგი ჭელიძემ იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების თავდამსხმელი, მწვრთნელობა დაიწყო „შევარდენი 1906“-ში, ასევე მუშაობდა ტყიბულის „მეშახტეში“, ქობულეთის „შუქურაში“, „საბურთალოს“ აკადემიასა და კლუბის სარეზერვო გუნდში და „თელავში“.

ჭელიძე ბოლოს „სამგურალში“ იყო, ბოლნისურ კლუბში თამაშობდა და მთავარი მწვრთნელის როლში გუნდი პირველად 2022 წელს ჩაიბარა.

მსგავსი