ლეგიონერები | ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გრაცის „შტურმს“, რომელმაც ავსტრიის ბუნდესლიგაში „ტიროლს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან ძირითად შემადგენლობაში გიზი მამაგეიშვილი იყო, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს. კიტეიშვილმა კი 26 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩის შემდეგ პირველად ითამაშა – „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანი მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა.
ქართველი ლიდერის გარეშე გრაცის „შტურმი“ მიმდინარე სეზონში წარუმატებლად თამაშობს და 14 ტურის შემდეგ 19 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-6 პოზიციაზეა.