ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისი“ „მეშახტესთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა #1TVSPORT

16:09, 29.11.2026

„დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის მატჩში ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და ლიგა 2-ში უკვე დაქვეითებულ მეტოქესთან მოულოდნელად 0:3 დამარცხდა.

ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 26-ე წუთზე კონტრშეტევისას მარცხენა მცველმა, გიორგი ბურდულმა გახსნა, 41-ე წუთზე თავი რაფაელ ლიმამ გამოიჩინა, ხოლო 51-ე წუთზე „დინამოს“ კარი ცოტნე ფაცაციამ ძალიან ეფექტური საჯარიმო დარტყმით აიღო.

ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „დინამო თბილისი“ (62 ქულა) ბათუმის „დინამოსა“ (65) და „იბერიას“ (63) ჩამორჩება, გუნდმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა. „მეშახტეს“ 26 ქულა აქვს და ლიგა 2-ში ოფიციალურად არის დაქვეითებული.

ეროვნული ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    34
    19
    8
    7
    19
    65
  • 2
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    34
    19
    6
    9
    14
    63
  • 3
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    35
    17
    11
    7
    18
    62
  • 4
    რუსთავი რუსთავი
    34
    17
    8
    9
    12
    59
  • 5
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    34
    12
    11
    11
    10
    47
  • 6
    დილა (გორი) დილა (გორი)
    34
    13
    4
    17
    -1
    43
  • 7
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    34
    11
    6
    17
    -16
    39
  • 8
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    34
    6
    14
    14
    -11
    32
  • 9
    გაგრა გაგრა
    34
    6
    13
    15
    -20
    31
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    35
    5
    11
    19
    -25
    26

მსგავსი