ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის თასზეც გაიტანა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „სენტ-ეტიენს“ საფრანგეთის თასზე „ვილფრანის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:0.
საქართველოს ნაკრების შემტევი 1/64-ფინალურ დაპირისპირებაში „მწვანეების“ სასტარტო თერთმეტეულში იყო, 41-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილს 8 აგვისტოდან 21 ნოემბრამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი, ბოლო კვირაში კი თავი ჯერ ლიგა 2-ში გამოიჩინა, ახლა კი თასზეც.