„ვილიარეალმა“ „სელტა“ მიქაუტაძის დუბლით დაამარცხა – ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ სტუმრად „სელტას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის მთავარი გმირი გიორგი მიქაუტაძე გახდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით მე-3 წუთზე გახსნა, „სელტამ“ პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა.
54-ე წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და, როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ მოგების შემდეგ „ვილიარეალი“ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, სეზონში მეხუთე გოლი მიითვალა, ამას გარდა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.
ცხრილი იტვირთება…