ქართველები იტალიაში | გოგლიჩიძემ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ჩაკვეტაძე სათადარიგო იყო #1TVSPORT

00:59, 30.11.2026

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში საბა გოგლიჩიძის „მონცა“ „რომას“ ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. ქართველი მცველი რომში გამართულ შეხვედრაში მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზემ“ შინ „ფიორენტინას“ მინიმალური სხვაობით სძლია – 1:0. ზედიზედ მეორე შეხვედრაა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უდინელების მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

სერია B-ს მე-14 ტურში დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზემ“ მე-4 წუთიდან 10 მოთამაშით დარჩენილ „სამპდორიას“ გასვლაზე 2:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

ცხრილი იტვირთება…

მსგავსი