ბოლნისის „სიონი“ გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბოლნისურ კლუბს ბოლოს გაგა კირკირტაძე ავარჯიშებდა, რომელიც ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან „სიონი“ სატურნირო ცხრილში დაქვეითდა. გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა, ამ დროისთვის კი მე-3 ადგილზეა და ლიდერ „გარეჯს“ 3 ქულით ჩამორჩება.
37 წლის გიორგი ჭელიძემ იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების თავდამსხმელი, მწვრთნელობა დაიწყო „შევარდენი 1906“-ში, ასევე მუშაობდა ტყიბულის „მეშახტეში“, ქობულეთის „შუქურაში“, „საბურთალოს“ აკადემიასა და კლუბის სარეზერვო გუნდში და „თელავში“.
ჭელიძე ბოლოს „სამგურალში“ იყო, ბოლნისურ კლუბში თამაშობდა და მთავარი მწვრთნელის როლში გუნდი პირველად 2022 წელს ჩაიბარა.