„სიონმა“ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„სიონმა“ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონისთვის თბილისში, „ინტერი საქართველოს“ აკადემიაში ემზადება. გუნდში დიდი ცვლილებებია – ბოლნისელებმა კიდევ ორი მოთამაშე დაიმატეს.

„სიონს“ 34 წლის ნახევარმცველი გუჯა გრიგალაშვილი შეუერთდა. გამოცდილი ფეხბურთელი ბოლოს უზბეკურ გუნდში, სამარყანდის „დინამოში“ გამოდიოდა, სადაც ხუთი გოლის გატანა შეძლო. ის იყო „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშე.

22 წლის ნახევარმცველი გივი მუკბანიანი კი გუნდს თბილისის „ლოკომოტივიდან“ იჯარით შეურთდა – ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ წელს ეროვნულ ლიგა 2-ში 18 თამაში ჩაატარა.

ლიგა 2-ის 2024 წლის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას „სიონი“ 8 მარტს, დებიუტანტ სართიჭალის „შტურმის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი სართიჭალის ახალ სტადიონზე გაიმართება.