თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ 2024 წლის სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.

პირველ ნახევარში ბოლნისელები ივანე ხაბელაშვილის გოლით დაწინაურდნენ და უპირატესობა შესვენებამდე შეინარჩუნეს, თუმცა მატჩის მიწურულს ორი ბურთი გაუშვეს.

„ლოკომოტივმა“ მეორე ტაიმში ტემპს მოუმატა. ანგარიში ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გაათანაბრა, ხოლო ბოლნისის „სიონის“ კარში გადამწყვეტი გოლის გატანა ბიძინა მახარობლიძემ მოახერხა.

„ლოკომოტივის“ ცნობით, გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდნენ ზამბიელი ლეგიონერები ფრენკი და ბონი. მორიგი ამხანაგური მატჩი თბილისურ გუნდს 6 იანვარს წყალტუბოს „სამგურალთან“ აქვს დაგეგმილი, ხოლო „სიონი“ 10 თებერვალს „დინამო 2“-ს დაუპირისპირდება.