გიორგი ოქროპირიძე - ეროვნულ ლიგა 2-ში თითოეულ ქულას ოქროს ფასი ექნება #1TVSPORT
გიორგი ოქროპირიძე - ეროვნულ ლიგა 2-ში თითოეულ ქულას ოქროს ფასი ექნება #1TVSPORT

ბოლნისის „სიონის“ მწვრთნელმა, გიორგი ოქროპირიძემ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში 2024 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადებაზე, საკადრო სიახლეებსა და გეგმებზე ისაუბრა.

„ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარი უკვე ცნობილია და, შესაბამისად, გარკვეულ ინფორმაციებსაც ვფლობთ კონკურენტებზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლიგა 2 საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. ვფიქრობ, ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის 4-5 გუნდი იბრძოლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მარტივი თამაშები არ იქნება და თითოეულ ქულას ოქროს ფასი დაედება.

„სიონის“ ხელმძღვანელებთან ერთად, სამწვრთნელო შტაბმა ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ და მშვენიერი სელექცია გამოგვივიდა. შევეცდებით, მოსამზადებელი პერიოდი ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად და გუნდის შესათამაშებლად გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანი ყველა თამაშზე მოსაგებად გასვლა და სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება იქნება“, – ამბობს გიორგი ოქროპირიძე.

ბოლნისის „სიონი“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 იანვარს სართიჭალის „შტურმთან” გამართავს. ეს გუნდები ერთმანეთს 8 მარტს ლიგა 2-ის პირველ ტურშიც დაუპირისპირდებიან.