„სიონმა“ „გაგრის“ მცველი და ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„სიონმა“ „გაგრის“ მცველი და ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 16 იანვრიდან დაიწყებს. გუნდის შემადგენლობა კი საკმაოდ განახლებულია.

„სიონი“ 2024 წლის სეზონისთვის თბილისში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გიორგი ოქროპირიძემ გუნდი უკვე დააკომპლექტა. ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას 15 იანვარს გაივლიან, რის შემდეგაც აქტიურ მზადებას შეუდგებიან.

„სიონში“ ლუკა ნოზაძე დაბრუნდა. 27 წლის მცველი გუნდს „გაგრიდან“ შეუერთდა. ლუკა ბოლნისური კლუბის ღირსებას 2017-2018 წლებში იცავდა. 2017 წელს მან გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშა.

ბოლნისში ითამაშებს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი თორნიკე კაპანაძეც – 31 წლის გამოცდილი თავდამსხმელი „სიონს“ მოქმედი ჩემპიონიდან, ბათუმის „დინამოდან“ შემოუერთდა. კაპანაძემ გასულ სეზონში 25 მატჩში ორი გოლი გაიტანა.