საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი 21 თებერვალს დასრულდება.