საქართველოს ბიზნესის საბჭოსა და დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდა
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციამ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესის საბჭომ, საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებს შორს ინვესტიციებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის, ასევე პოტენციური პარტნიორების მოძიების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ასევე გულისხმობს მხარეთა შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში პროექტების ერთობლივად განხორციელებისა და დაგეგმვის შესაძლებლობას, მათ შორის EUGBC და GDBA წევრი კომპანიების ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და დამატებითი სერვისების შეთავაზებას, წევრი კომპანიების ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პარტნიორობითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით პირველი კონფერენცია სახელწოდებით “ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა” 6 მარტს გაიმართება.