საქართველო-შვეიცარიის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი - თუ მეტი ინვესტორის შემოყვანა გვინდა, მათთან სწორი გზავნილები უნდა გავუშვათ
საქართველო-შვეიცარიის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი - თუ მეტი ინვესტორის შემოყვანა გვინდა, მათთან სწორი გზავნილები უნდა გავუშვათ

საქართველოს მეტი უცხელი ინვესტორის შემოყვანა თუ სურს, სწორი გზავნილები უნდა გაუშვას ინვესტორების მისამართით,- ამის შესახებ საქართველო-შვეიცარიის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ნონა მამულაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს საინვესტიციო გარემო განიხილეს და პრობლემურ საკითხად ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინცირებული ანტიდემპინგური კანონპროექტი დაასახელეს. გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა განაცხადა, რომ მსგავსი კანონმდებლობა განვითარებულ ქვეყნებშიც მოქმედებს და საქართველო საკუთარი წარმოების განვითარების მიზნით, ამ პრაქტიკის გაზიარებას აპირებს.

მამულაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანტიდემპინგური კანომდებლობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის.

მისი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი ბევრად სჯობს 2013 წელს შემუშავებულ ვერსიას და იზიარებს ევროპულ კანონმდებლობას, თუმცა დოკუმენტი გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს. ბუნდოვანი მომენტები კი, უცხოურ ბიზნესს აფრთხობს და შესაბამისად, საჭიროა მეტი დიალოგი და კომუნიკაცია.

„ანტიდმეპინგური კანონი ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყნას აქვს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სწორად ავუხსნათ ბიზნესს,  რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური მოცემულ მოენტში და რა საფრთხეები შეიძლება, სდევდეს თავს. თუ გვინდა, რომ მეტი ინვესტორი შემოვიყვანოთ, ჩვენ სწორი გზავნილები უნდა გავუშვათ ინვესტორებთან. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა დავიცვათ ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ღია კომუნიკაციის პლატფორმებზე“,  –  განაცხადა ნონა მამულაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“.