საქართველო ამაყობს შენით - გიორგი კვირიკაშვილი ნათია თოდუას გერმანულ Voice-ში გამარჯვებას ულოცავს
საქართველო ამაყობს შენით - გიორგი კვირიკაშვილი ნათია თოდუას გერმანულ Voice-ში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნათია თოდუას გერმანულ Voice-ში გამარჯვებას ულოცავს.

„ნათია თოდუა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულია!

გილოცავ ნათია !

საქართველო ამაყობს შენით !“,-  აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა 50.10%-ით გახდა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი, ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.

​ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.