საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, დღეს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგემება
საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, დღეს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგემება

საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იგეგემება.

„ოფიციალურად – დღეს შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში. ხალხის შეკრება მოხდება სავაჭრო ცენტრ „პორტ სიტისთან“ 16:00 საათზე“, – ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

ამასთან, საქალაქო საბჭომ მოუწოდა ყველას, ვისაც მარიუპოლში ნათესავები ან ნაცნობები ჰყავთ, რაიმე ფორმით დაუკავშირდნენ მათ და აცნობონ ევაკუაციის შესაძლებლობის შესახებ.