საპენსიო სააგენტოს ვებგვერდი ამოქმედდა
საპენსიო სააგენტოს ვებგვერდი ამოქმედდა

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდი pensions.ge საცდელ რეჟიმში ამოქმედდა. საიტზე უკვე განთავსებულია მონაცემები საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაზე და მოქმედ კანონმდებლობაზე.

მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას საპენსიო სისტემის შესახებ.

ასევე, საიტზე მოქმედებს საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, სადაც მოქალაქეებს შემოსავლისა და ასაკის მიხედვით სავარაუდო მისაღები პენსიის გამოთვლა შეუძლიათ.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.