მედიის ცნობით, პარიზში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეები საფონდო ბირჟის, „ევრონექსთის“ ოფისში შეიჭრნენ
მედიის ცნობით, პარიზში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეები საფონდო ბირჟის, „ევრონექსთის“ ოფისში შეიჭრნენ

პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციის მონაწილეები საფონდო ბირჟის, „ევრონექსთის“ ოფისში შეიჭრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრანტები მსხვილი კომპანიებისგან საპენსიო სისტემაში არსებული დეფიციტის დაფინანსებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ოფისში წითელი კვამლი გაუშვეს.

ამას გარდა, დღეს პარიზში ეროვნული სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ.

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება. საპენსიო რეფორმა მინიმალური საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის შემდეგაც კანონი ძალაში ოფიციალურად შევიდა.