აღმოსავლეთ ელზასის რეგიონში ემანუელ მაკრონს აქციით დახვდნენ და გადადგომისკენ მოუწოდეს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს აღმოსავლეთ ელზასის რეგიონში აქციის მონაწილეები შეძახილებითა და მოწოდებებით შეხვდნენ.

ქარხნის ტერიტორიაზე შეკრებილი ხალხი მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებდა.

ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც მან საპენსიო ასაკის ზრდის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

პოლიტიკურმა ოპონენტებმა და პროფკავშირებმა მომიტინგეებს კანონის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის გაგრძელებისა და პირველ მაისს მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდეს.

ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები საფრანგეთში იანვრიდან იმართება.