სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორი გივი ჯიბლაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორი გივი ჯიბლაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორმა გივი ჯიბლაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

„ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. 72 საათი დაგვჭირდება და სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ“, – განაცხადა გივი ჯიბლაძემ.

გივი ჯიბლაძის გამოკითხვა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. უწყებაში ისევ გრძელდება დაზარალებულების დაკითხვა.

„სვეტი დეველოპმენტის“ ოფისში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულები რამდენიმე დღეა, შიმშილობენ. ისინი „სვეტის“ სხვა კომპანიით ჩანაცვლებას და მშენებლობების დასრულებას ითხოვენ. დაზარალებულებს გუშინ კახა კალაძე შეხვდა და მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაპირდა.