კომპანია m2 „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
კომპანია m2 „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

დეველოპერული კომპანია m2 სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, m2-ის წარმომადგენლები დაზარალებულ მენაშენეებთან შეხვედრების დაწყებას 23 სექტემბრიდან გეგმავენ.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, როგორ და რა ფორმით უნდა მიმართონ დაზარალებულმა მენაშენეებმა დეველოპერს, რომელმაც „სვეტის“ მიერ დაუსრულებელი მშენებლობები გადაიბარა.

„სვეტის დაზარალებულმა მენაშენეებმა გთხოვთ პირადი შეტყობინების სახით მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ჩაგინიშნავთ შეხვედრას. შეკითხვა შეგიძლიათ გაგზავნოთ მეილზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: ნუცუბიძის ქუჩის #125-ის დაზარალებულები: 588 88 00 10; მირცხულავას ქუჩა #9-11-ის დაზარალებულები: 588 88 01 87; ჭყონდიდელის ქუჩის #22-ის დაზარალებულები: 588 88 07 81. დაკავშირება დაიწყება 16 სექტემბრიდან და შეხვედრები დაინიშნება 23 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში დაზარალებულებთან წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით. სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრები გაიმართება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. 35-ში მდებარე გაყიდვების ოფისში“, – აღნიშნულია m2-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სვეტის“ მშენებლობებს კომპანია m2 დაასრულებს და დასრულებულ ბინას 2 500-მდე ოჯახი მიიღებს.

დატოვე კომენტარი