კომპანია „სვეტის“ მიერ ბათუმში დაზარალებულებმა დღეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
კომპანია „სვეტის“ მიერ ბათუმში დაზარალებულებმა დღეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

ბათუმში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულები დღეს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

დაზარალებული 350 ოჯახი ინვესტორის შეცვლას და მშენებლობის დასრულებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, თბილისში „სვეტის“ მიერ დაზარალებულებს  ქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრობლემა უკვე მოუგვარა და მთავრობა ბათუმში იგივე სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებულების მოთხოვნებითაც უნდა დაინტერესდეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან  „სვეტის“ მიერ თბილისში დაზარალებულების ნაწილიც მივიდა. მათი თქმით, აღნიშნული აქციის გამართვის საჭიროება არ არის, რადგან ინვესტორთან მოლაპარაკებები ბათუმის დაზარალებულების საკითხზეც მიმდინარეობს.

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის 41 ნომერში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს უნდა დაესრულებინა. თუმცა დაზარალებულების თქმით, სამშენებლო კომპანიამ სავარაუდო უკანონო საქმიანობისა და თანხების გაფლანგვის გამო, მშენებლობა ბათუმში 2017 წელს შეწყვიტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბათუმში „სვეტის“ მიერ დაზარალებულების 70 პროცენტი ემიგრანტია.

დატოვე კომენტარი