სამშენებლო კომპანია „მოდულის“ მიერ დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
სამშენებლო კომპანია „მოდულის“ მიერ დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სამშენებლო კომპანია „მოდულის“ მიერ დაზარალებულებმა ეროვნული ბანკის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

დაზარალებულები ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ითხოვენ, შეისწავლოს 2006-დან 2009 წლამდე, საქართველოს ბანკის მიერ შპს „მოდულზე“ გაცემული კრედიტები და მისი მიზნობრიობა, ასევე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სამშენებლო კომპანია „მოდული“ 2011 წლიდან გაკოტრებულია, მშენებლობები შეჩერებულია და 100- ზე მეტ ოჯახს საქართველოს ბანკი კუთვნილ ფართებს უყიდის.

აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზე განცხადებაც შეიტანეს და საქმის შესწავლა თხოვეს.

ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლების განცხადებით, დაზარალებული მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებას პასუხი უახლოეს მომავალში, კანონით განსაზღვრულ ვადებში გაეცემა.