20 ივნისის აქციაზე დაზარალებულებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ამნისტიის კანონპროექტების საკითხზე წერილით მიმართეს
20 ივნისის აქციაზე დაზარალებულებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ამნისტიის კანონპროექტების საკითხზე წერილით მიმართეს

20 ივნისის აქციაზე დაზარალებულებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს.

დაზარალებულები მედიატორებს დახმარებისკენ მოუწოდებენ, რომ პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის კანონპროექტების იმპლემენტირება არ მოხდეს.

მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტებით მათი უფლებები ილახება.

„ჩვენ ვიყავით მშვიდობიანი დემონსტრანტები და იქ ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება შეილახა, ჩვენი ჯანმრთელობის უფლება შეილახა და თუ ვინმე უნდა დაგვიდგეს გვერდში, ესენი უნდა იყვნენ დასავლელი პარტნიორები. მათ ვთხოვთ დახმარებას, რომ ეს ამნისტიის კანონპროექტები ამ სახით არ გავიდეს და ჩვენ გვქონდეს როგორც სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელების საშუალება, ისე სახელმწიფო დახმარების მიღების საშუალება“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

დაზარალებულმა მსგავსი წერილით აშშ-ს ელჩს კელი დეგნანსაც მიმართეს.

დატოვე კომენტარი