ბათუმში, ფერიის დასახლებაში მცხოვრები ოჯახი განსახლებას ითხოვს
ბათუმში, ფერიის დასახლებაში მცხოვრები ოჯახი განსახლებას ითხოვს

ბათუმში, ფერიის დასახლებაში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახი სასწრაფო განსახლებას ითხოვს. ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ საცხოვრებელს საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს გვირაბის გაყვანა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ აფეთქებითი სამუშაოების შედეგად სახლი დაიბზარა. სარდაფში გაჩნდა წყალი.

დუმბაძეებს პრეტენზიები აქვთ საგზაო დეპარტამენტის მიმართ. ისინი უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სამეზობლოში ყველა განასახლეს გარდა მათი ოჯახისა. დღეს დუმბაძეებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

„სახლი პირდაპირ გვირაბის თავზე დგას. უბანში სხვა ოჯახები გაასახლეს. მხოლოდ ეს ერთი ოჯახი დარჩა. არ ვიცი, რას გვერჩიან. მუდმივ შიშში ვცხოვრობთ. აფეთქებითი სამუშაოების დროს სახლს ბზარები გაუჩნდა. ბოლო დროს სარდაფში შემოდის წყალი. მივმართეთ საგზაო დეპარტამენტს, თუმცა ყურადღება არ მოგვაქციეს“, – ამბობს გიორგი დუმბაძემ.

დუმბაძეები კომპენსაციას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გეგმავენ.