სამხრეთ კაროლინაში, ღამის კლუბში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა
სამხრეთ კაროლინაში, ღამის კლუბში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა

სამხრეთ კაროლინის ქალაქ გრინვილში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

როგორც „ეიბისი ნიუსი“ ქალაქის შერიფზე დაყრდნობით წერს, სროლის დროს ღამის კლუბში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა.

ამჟამად პოლიცია სულ მცირე ორ ეჭვმიტანილს ეძებს.