კოლორადოს შტატში, ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

16:40, 20.11.2022

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის კლუბში მყოფმა პირებმა გააუვნებელყვეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია.

მსგავსი