სამხრეთ კაროლინის შტატში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა [ვიდეო]
სამხრეთ კაროლინის შტატში საბრძოლო თვითმფრინავმა F-35B-მა კატასტროფა განიცადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხუთე თაობის ახალი ამერიკული საფრენი აპარატის პილოტმა კატაპულტირების შედეგად გადარჩენა მოახერხა.
CNN-ი პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ისტორიაში მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის პირველი ავიაკატასტროფა იყო.
მომხდარის მიზეზების გამოსაკვლევად გამოძიება უკვე დაიწყო.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.
ჩანაწერი Breaking Aviation News-ს ეკუთვნის. აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო სამხედრო ავიაციის თემაზე მუშაობს.
The scene one hour after a military plane crash five miles outside the Marine Corps Air Station in Beaufort. According to several news reports, the crash involved an F-35B https://t.co/cKzqzxCIJI pic.twitter.com/hIFHs3saBz
— Breaking Aviation News (@breakingavnews) September 28, 2018