აშშ-ში, ღამის კლუბში სროლის შედეგად შვიდი მოზარდი დაიჭრა

12:55, 03.09.2018

აშშ-ში ღამის კლუბში სროლის შედეგად შვიდი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

ინციდენტი ალაბამას შტატში, ქალაქ ბირმინგემში მოხდა. როგორც პოლიციაში განმარტეს, დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში არიან, მათგან ექვსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძების მიხედვით, სროლას წინ ღამის კლუბის სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

მსგავსი