ოჰაიოს შტატში, ღამის კლუბში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ოჰაიოს შტატში, ღამის კლუბში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. ინფორმაციას ეიბისინიუსი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამის კლუბში ბაიკერთა სხვადასხვა დაჯგუფების წევრები იყვნენ შეკრებილი, რომელთა შორისაც დაპირისპირება და ორმხრივი სროლა მოხდა. გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ქალაქის საავადმყოფოებში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით კიდევ 17 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ქალებიც არიან.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.