სამინისტროების სახელწოდებები საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენისას დაკონკრეტდება
სამინისტროების სახელწოდებები საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას დაკონკრეტდება.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა, ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას გაირკვევა, დასახელებული სათაურები განიცდის თუ არა სამომავლოდ ცვლილებას.
მიქელაძის ცნობით, ერთ-ერთი სამინისტროს სახელწოდება იცვლება და ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნება.
„ვფიქრობთ, რომ პრიორიტეტებს სათაურები არ განსაზღვრავს. კომიტეტზე ვაპირებთ, ამ საკითხს მივუბრუნდეთ და მეორე მოსმენით ზუსტად გვეცოდინება, სათაურები განიცდის თუ არა სამომავლოდ ცვლილებას“, – განაცხადა მიქელაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს, ხვალ კი პროექტი მეორე მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე გავა.