შალვა პაპუაშვილი - ჩვენი საზოგადოება არის ევროპული,  რაც არის კარგი საზოგადოებისთვის, კარგი არის ევროპული მომავლისთვის
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი საზოგადოება არის ევროპული, რაც არის კარგი საზოგადოებისთვის, კარგი არის ევროპული მომავლისთვის

ჩვენი საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება, რაც არის კარგი საზოგადოებისათვის, კარგი არის ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის ჩამოსაყალიბებელია ის ჩარჩო, რომელშიც იგი ვითარდება.

„უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ჩამოსაყალიბებელი, თუ რა არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ვითარდება. როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც ეხება ამ თემებს, იქნება ეს ევროპული ქვეყნები თუ შეერთებული შტატები. ამიტომ მიდის მსჯელობა, რა არის კარგი ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენი საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება, რაც კარგი არის ჩვენი საზოგადოებისათვის, კარგი არის  ჩვენი ევროპული მომავლისთვის. 2023 წელს მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 72 კანონი მიიღეს სხვადასხვა შტატში, რომლებიც ზუსტად ამ თემებს ეხება, რომლებზეც ჩვენც ვსაუბრობთ. მაგალითისთვის, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში პროპაგანდის საკითხებს. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის მიღებული კანონები ამ მხრივ. ჩვენც, მოსახლეობასთან ერთად, განვიხილეთ ეს საკითხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.