რატი ბრეგაძე - პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს
რატი ბრეგაძე - პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის ფორმატში“ გამოსვლისას იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს.

ბრეგაძის განცხადებით, შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჰარმონიზაციის პროცესის მართვა, სრული ინფორმაციის თავმოყრა და სამართლებრივი დაახლოების პროგრესის გაზომვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლის ბოლომდე გამოიცემა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლისთვის იქნება განკუთვნილი.

რატი ბრეგაძის თქმით, საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა ევროკავშირის სამართალში სასწავლო კურსი, რომელიც არაერთი უწყების წარმომადგენლებმა გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.