სამგზავრო „ბოინგი 737“ ინდონეზიის თავზე რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ინდონეზიური ავიაკოამოანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში მიფრინავდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ბოლოს კუნძულ იავასთან, იავის ზღვის აკვატორიის თავზე დააფიქსირეს.
ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.