სამგზავრო „ბოინგი“ ინდონეზიის თავზე რადარებიდან გაუჩინარდა
სამგზავრო „ბოინგი“ ინდონეზიის თავზე რადარებიდან გაუჩინარდა

სამგზავრო „ბოინგი 737“ ინდონეზიის თავზე რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ინდონეზიური ავიაკოამოანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში მიფრინავდა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ბოლოს კუნძულ იავასთან, იავის ზღვის აკვატორიის თავზე დააფიქსირეს.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.