ინდონეზიის ლიდერი მოუწოდებს აშშ-ს, მეტი გააკეთოს ღაზაში სისასტიკის დასასრულებლად

10:34, 14.11.2023

​ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ მოუწოდა ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

„ინდონეზიამ მიმართა შეერთებულ შტატებს, გააკეთოს მეტი ღაზაში სისასტიკის შესაჩერებლად“, – აღნიშნა ჯოკო ვიდოდომ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

როგორც ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია კაცობრიობისთვის.

ვიდოდომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე აღნიშნა ისიც, რომ ბაიდენს პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისგან კონკრეტულ გზავნილს გადასცემდა.

მსგავსი