მედიის ცნობით, ინდონეზია ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის
მედიის ცნობით, ინდონეზია ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

ინდონეზია ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 51,5 ტონიანი ჰუმანიტარული დახმარება ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ ჯაკარტას ჰალიმ პერდანაკუსუმას საჰაერო ძალების ბაზიდან გაუგზავნა.

ვიდოდომ აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამედიცინო აღჭურვილობას, საკვებს, საბნებს, კარვებსა და სხვას, რაც ინდონეზიელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ შეგროვდა.

როგორც მედია წერს, დახმარებას სამი სატვირთო თვითმფრინავით, ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში გააგზავნიან.

„ეს არის ინდონეზიის სოლიდარობის ფორმა, ინდონეზიელების კაცობრიობისადმი ზრუნვის ფორმა, რადგან ჰუმანიტარული ტრაგედია ღაზაში მიუღებელია და რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ვიდოდომ.