სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ქალებზე ძალადობის საკითხზე იმსჯელეს
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ქალებზე ძალადობის საკითხზე იმსჯელეს

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქოსა და „საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმასთან“ ერთად ქალებზე ძალადობაზე, აბორტსა და საქართველოს დემოგრაფიაზე მის გავლენაზე ისაუბრეს.

„ცოტა ხნის წინ, ფსიქოლოგებთან შეხვედრის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩვენს მოსახლეობაში მოჭარბებულ აგრესიაზე ისაუბრა. ბოლო დროის სტატისტიკა გვეუბნება, რომ მოჭარბებულია ქალებზე ძალადობა. გვსურდა მოგვესმინა მოწვეული სპეციალისტებისა და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების აზრი. ჩვენ შევეცდებით, დასკვნები გავაკეთოთ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრაში ჩაერთოს ეკლესია.

ასევე, ჩვენი ხედვით აბორტი არის უდიდესი ძალადობა, უსუსურ ადამიანზე. ამიტომ, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე ტიპის ძალადობაზე, მაშინ ამაზეც უნდა ვისაუბროთ.

მეორე მხარე აქვს ის, რომ საქართველოში აბორტების რიცხვი დიდია. მაშინ, როცა ერის წინაშე სერიოზულად დგას დემოგრაფიის პრობლება, მაშინ ჩვენთვის ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯღმაიძემ.