სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა [ფოტო]
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა [ფოტო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კიდევ 521 ბავშვის ნათლია გახდა. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ნათლულები დალოცა.

„ყველას გილოცავთ ქრისტეშობას და ახალ წელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს მოინათლა მრავალი ბავშვი. ეს მადლი სულისა წმინდისა გადმოვიდა მათზე. ბედნიერი და დალოცვილი იყავით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

საყოველთაო ნათლობა პატრიარქმა 2007 წელს დააწესა. წელს ის 62-ედ გაიმართა. სულ ილია მეორეს 40 388 ნათლული ჰყავს.