„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, ცდომილების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგია 46.5%, „ნაციონალური მოძრაობის“ - 27.0%
„სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, ცდომილების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგია 46.5%, „ნაციონალური მოძრაობის“ - 27.0%

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ ხმების დათვლის პარალელური შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 45.8% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 45.1%, მაქსიმალური შედეგი კი – 46.5%. ცდომილების ხარისხი არის 0.7 %.

ამავე შედეგების მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ – გამოთვლილი პროცენტით ხმების 26.4% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 25.8%;  მაქსიმალური შედეგი კი – 27.0%. ცდომილების ხარისხი არის 0.6%.

ამავე შედეგების მიხედვით, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველომ“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 3.7% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 3.5%; მაქსიმალური შედეგი კი – 3.9.0%. ცდომილების ხარისხი არის 0.2 %.

ამავე შედეგების მიხედვით, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსმა“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 3.1% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 3.0%;  მაქსიმალური შედეგი კი – 3.2%. ცდომილების ხარისხი არის 0.1 %.

ამავე შედეგების მიხედვით, „ლელო-მამუკა ხაზარაძემ“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 3.1% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 2.9%;  მაქსიმალური შედეგი კი – 3.3%. ცდომილების ხარისხი არის 0.2 %.

შედეგების მიხედვით, „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 3.0% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 2.9%;  მაქსიმალური შედეგი კი – 3.1%. ცდომილების ხარისხი არის 0.1 %.

შედეგების მიხედვით, „გირჩმა“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 2.8% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 2.6%;  მაქსიმალური შედეგი კი – 3.0%. ცდომილების ხარისხი არის 0.2 %.

შედეგების მიხედვით, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებმა“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 1.3 % მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 1.2%;  მაქსიმალური შედეგი კი – 1.4 %. ცდომილების ხარისხი არის 0.1 %.

შედეგების მიხედვით, „შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიამ“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 1.0 % მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 0.0%;  მაქსიმალური შედეგი კი – 1.1%. ცდომილების ხარისხი არის 0.1 %.

შედეგების მიხედვით, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველომ“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 0.9% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 0.8%;  მაქსიმალური შედეგი კი – 1.0.2%. ცდომილების ხარისხი არის 0.1 %.

როგორც ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნები“ განაცხადეს, არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაცია დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. მათი ინფორმაციით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96.1%-ისგან.

ამასთან, მათივე ცნობით, „შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტიის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0.9%-სა და 1.1%-ს შორის, ხოლო „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი – 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია.

„ამდენად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია, დანამდვილებით განაცხადოს გადალახეს თუ არა აღნიშნულმა პარტიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 3.5% (0.1%-ანი ცდომილების ზღვარით) და ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ აღემატება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელს (3.2%).

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისბალანსის ტენდენციასთან ერთად, ასევე გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა კომისიის წევრთა მცდელობები არ მიეცათ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, რის მიზეზადაც ძირითადად შესაბამისი ტექნიკის გაუმართაობა ან უქონლობა სახელდებოდა. მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა დამკვირვებლებზე ზეწოლის და ხელშეშლის ფაქტები. ხმის დათვლის და შეჯამების პროცესში, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.