ღამის კლუბებში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციებისას, კლუბის სტუმრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.
2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.
სამართალდამცველები კლუბ „ბასიანში“
Posted by პირველი არხი on 2018 წლის 11 მაისი, პარასკევი
კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორია
Posted by პირველი არხი on 2018 წლის 11 მაისი, პარასკევი
სამართალდამცველები კლუბ „ბასიანში“
Posted by პირველი არხი on 2018 წლის 11 მაისი, პარასკევი