თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილომა, საკრებულოს წევრებთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ავტობუსის მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
საკრებულოს პრესსამსახური ინფორმაციით, თინათინ ნიბლოშვილმა მათ თაიგულები გადასცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისში მოძრავი 500-ზე მეტი მუნიციპალური ავტობუსიდან 2 მათგანს ქალი მართავს.
„ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ამ ადამიანებს უამრავი მოქალაქის სიცოცხლე აბარია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი დაინტერესდეს ამ რთული, თუმცა საინტერესო პროფესიით’’, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თავის მხრივ, ავტობუსის მძღოლებმა საკრებულოს დეპუტატებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ყურადღება მათ პასუხისმგებლობას უორმაგებთ.