საკრებულომ მერის მოადგილეები დაამტკიცა.
39-მა დეპუტატმა არც ერთის წინაღმდეგ მხარი ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაუჭირა. ასევე, 40-მა საკრებულოს წევრმა არც ერთის წინააღმდეგ მერის მოადგილეებად მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი დაამტკიცა. კიდევ ერთ მოადგილეს, გიგა ნიკოლეიშვილს ნდობა 38-მა დეპუტატმა გამოუცხადა, ორმა კი თავი შეიკავა.
რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში მაშინ გადაინაცვლებს, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება.
მერიის ადმინისტრაციის უფროსი კი ვლადიმერ ჭიღლაძე იქნება.
თბილისის მთავრობის დამტკიცების პროცესში, ოპოზიციური ფრაქციები კენჭისყრებში მონაწილეობას არ იღებენ. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ არც “პატრიოტთა ალიანსის” წევრები.