სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებისთვის მუსიკალური კონკურსების ფონდი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებისთვის მუსიკალური კონკურსების ფონდი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებისთვის საქველმოქმედო კონცერტს ატარებს.

28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მსმენელის წინაშე პირველად დაუკრავს პიანისტი სერგეი ბელიავსკი.

„მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური ბრწყინვალება“, „უნიკალური ინტერპრეტაცია“ – ასე აფასებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სერგეი ბელიავსკის, რომელიც 30-ზე მეტი კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. გამოცემული აქვს სამი აუდიო ალბომი, მათ შორის ბოლოზე შოპენის 24 ეტიუდია ჩაწერილი.

სერგეი ბელიავსკის სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 28 თებერვალს 19:00 საათზე გაიმართება და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებას.