საგარეჯოში მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა
საგარეჯოში მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, 1979 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ალი რეიჰანი, რომელიც სოფელში სახლს აშენებდა, ცხელ გუდრონში ჩავარდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ალი რეიჰანი უმძიმესი მდგომარეობით ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში მიიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.

საგარეჯოს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე სართანიამ პირველ არხს განუცხადა, რომ მამაკაცს სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა, ამიტომ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.